როგორია მიწოდების პირობები?
თუ თქვენი შეკვეთა A4 ან A3 საბეჭდი ქაღალდის გარეშე50 ლარზე მეტია, თბილისის უბნებში მიწოდება უფასოა.
თუ თქვენ შეკვეთაში A4 ან A3 საბეჭდი ქაღალდების რაოდენობა 5 ყუთზე მეტია, თბილისის უბნებში მიწოდება უფასოა.
თბილისის მიღმა და მის შემოგარენში (წყნეთი, წავკისი, კოჯორი და ა.შ) ტრანსპორტირების ღირებულება დაზუსტდება ინვოისის გამოგზავნისას.
რეგიონებში (ქალაქებსა და დაბებში) პროდუქციის მიწოდება ხორციელდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში დამატებით მიწოდების საფასურის გათვალსიწინებით.
ყველა სხვა შემთხვევაში ტრანსპორტირების ღირებულებას დაგიზუსტებთ ჩვენი ოპერატორი.
რამდენ ხანში მოვა შეკვეთა ?
თბილისის რაიონებში შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მყიდველის მიერ ინვოისის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევებისა თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული მხარეებს შორის).
რეგიონებში (ქალაქებსა და დაბებში) პროდუქციის მიწოდება ხორციელდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში დამატებით მიწოდების საფასურის გათვალსიწინებით.
როგორ ხდება უკან დაბრუნება?
ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არ იქნება შეკვეთის შესაბამისი ან იქნება წუნდებული, ექვემდებარება დაბრუნებას. ხარვეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს შეკვეთის მიღება-ჩაბარების მომენტში, კურიერის თანდასწრებით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტს მოყვება საგარანტიო პირობა)
საგარანტიო პირობების დასაზუსტებლად კონკრეტულ პროდუქტებთან დაკავშირებით , გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ-ფოსტით.
ორგანიზაციის (იურიდიული პირის) სახელზე როგორ გამოვაგზავნო შეკვეთა ?
ორგანიზაციის / იურიდიული პირის სახელზე შეკვეთის გასაგზავნად, შეკვეთის გაფორმებისას მიუთითეთ კომპანიის მონაცემები: ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირი, ტელეფონის ნომერი და მიწოდების მისამართი.
შეკვეთის დადასტურების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ დეტალების გადასამოწმებლად და შესაბამისი საბუთების მოსამზადებლად.
იურიდიული პირებისთვის შესაძლებელია ინვოისის გამოწერა და გადახდა საბანკო გადარიცხვით.
ორგანიზაციებისთვის შეკვეთის გაგზავნამდე საჭიროა თუ არა ხელშეკრულების გაფორმება?
შეკვეთის გასაგზავნად ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელი არ არის. შეკვეთის განთავსება შეგიძლიათ პირდაპირ ვებგვერდიდან, ელ.ფოსტით ან ჩვენს გუნდთან კომუნიკაციით.
თუმცა, ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ რეგულარული მომარაგება, ინდივიდუალური პირობები, გადახდის გადავადება ან წინასწარ შეთანხმებული ფასები, შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება.
როგორ შევუკვეთოთ პროდუქცია ან მოვითხოვოთ ინვოისი, თუ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ?
თუ სახელმწიფო ორგანიზაცია ხართ, სასურველი პროდუქციის სია შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეკვეთის სახით. შეკვეთის კომენტარში მიუთითეთ, რომ მიწოდებამდე გსურთ დეტალების დაზუსტება და შეკვეთის საბოლოო დადასტურება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე: 0322 04 05 00.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ, დააზუსტებს საჭირო დეტალებს და, მოთხოვნის შემთხვევაში, მოამზადებს შესაბამის ინვოისს ან შეთავაზებას.
შემიძლია თუ არა შეკვეთის Excel ფაილით გამოგზავნა?
დიახ, შეკვეთის გამოგზავნა შეგიძლიათ Excel ფორმატითაც.
ვებგვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, Excel ფაილის საშუალებით ატვირთონ პროდუქტები კალათაში და შემდეგ გამოგზავნონ შეკვეთა.
დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე: 0322 04 05 00.
შემიძლია თუ არა შეკვეთის გაუქმება?
დიახ, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მანამ, სანამ შეკვეთა დამუშავების ან მიწოდების პროცესში გადავა.
შეკვეთის გასაუქმებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება სწრაფად საკონტაქტო ნომერზე: 0322 04 05 00 და მოგვაწოდოთ შეკვეთის ნომერი ან ორგანიზაციის/საკონტაქტო პირის მონაცემები.
თუ შეკვეთა უკვე დამუშავებულია ან გადაცემულია მიწოდებაზე, გაუქმების შესაძლებლობა დაზუსტდება ინდივიდუალურად ჩვენი გუნდის მიერ.
როგორ მოვიქცე, თუ შეკვეთას ვაკეთებ რამდენიმე ფილიალის, დეპარტამენტის ან თანამშრომლისთვის?
თუ შეკვეთას აკეთებთ რამდენიმე ფილიალის, დეპარტამენტის ან თანამშრომლისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდზე არსებული ქვე-მომხმარებლების შეკვეთების ფუნქცია.
ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, მართოს სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეკვეთები ერთიანი კომპანიის ანგარიშის ფარგლებში.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ფუნქციის გამოყენებაში და დეტალების სწორად გამართვაში. დახმარებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 04 05 00.
წარმოვადგენ მსხვილ ორგანიზაციას და მესაჭიროება კომპლექსური მომარაგების გადაწყვეტა — რას მთავაზობთ?
OfficeMart ემსახურება მსხვილ ორგანიზაციებს და სთავაზობს საოფისე, საკანცელარიო, სამეურნეო, ჰიგიენური, სამზარეულოსა და სხვა ყოველდღიური საჭიროებების კომპლექსურ მომარაგებას ერთი მომწოდებლისგან.
თქვენი ორგანიზაციის საჭიროებების მიხედვით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ინდივიდუალური პირობები, წინასწარ შეთანხმებული ფასები, რეგულარული მიწოდება, ინვოისით მომსახურება, სხვადასხვა ფილიალის/დეპარტამენტის შეკვეთების მართვა და სპეციალური პროდუქტების მოძიება.
დეტალების განსახილველად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 04 05 00. ჩვენი გუნდი გაეცნობა თქვენს მოთხოვნას და შემოგთავაზებთ შესაბამის გადაწყვეტას.
შემიძლია თუ არა პროდუქციის ადგილზე ნახვა?
დიახ, პროდუქციის ნაწილის ნახვა შესაძლებელია ადგილზე, OfficeMart Express-ის მაღაზიაში ნ.ბოხუას 4ში და/ან საწყობში კახეთის გზატკეცილზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდზე წარმოდგენილი სრული ასორტიმენტი მაღაზიაში ფიზიკურად განთავსებული არ არის. თუ კონკრეტული პროდუქტის ნახვა გსურთ, ვიზიტამდე სასურველია დაგვიკავშირდეთ და გადაამოწმოთ, არის თუ არა ის ადგილზე ხელმისაწვდომი.
დახმარებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 04 05 00.
ფასები მოიცავს თუ არა დღგ-ს?
დიახ, ვებგვერდზე მითითებული ფასები მოიცავს დღგ-ს, თუ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ არის მითითებული.
იურიდიული პირებისთვის შესაძლებელია ინვოისის მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ შევუკვეთოთ პროდუქცია, თუ დღგ-სგან გათავისუფლებული ორგანიზაცია ვართ და გვსურს პროდუქციის მიღება დღგ-ს გარეშე?
თუ თქვენი ორგანიზაცია დღგ-სგან გათავისუფლებულია და გსურთ პროდუქციის მიღება დღგ-ს გარეშე, გთხოვთ, შეკვეთის გაფორმებამების შემდგომ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დღგ-სგან გათავისუფლების საფუძველს.
ჩვენი გუნდი გადაამოწმებს დეტალებს და, მოქმედი წესების შესაბამისად, დაგიზუსტებთ შესაძლებელია თუ არა კონკრეტული შეკვეთის დღგ-ს გარეშე გაფორმება.
დეტალებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 04 05 00.ან მოგვწეროთ Info@officemart.ge